განცხადებები და ანონსები

გაცვლითი პროგრამა ბუსანის უცხოურ სწავლებათა უნივერსიტეტში

29 აპრილი 2024

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ-სა და ბუსანის უცხოურ სწავლებათა უნივერსიტეტის სტუდენტთა ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმების ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის.

აქვე გაცნობებთ, რომ სწავლის საფასურის გარდა, ყველა ხარჯის (კვება, განთავსება, დაზღვევა და ა. შ.) გადახდა უწევს სტუდენტს.

კონკურსი ჩატარდება შემდეგი ეტაპებით:

I ეტაპი: საკონკურსო დოკუმენტების მიღება
II ეტაპი: ტესტირება ინგლისურ ენაში
III ეტაპი: გასაუბრება

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს განაცხადის წარდგენისათვის ევალებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:


- განცხადება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;
- აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამდასტურებელი დოკუმენტი (ასეთი
დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დონე
შემოწმდება საუნივერსიტეტო შიდა გამოცდით);
- CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (გაიცემა ლექტორების მიერ);
- სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტული კონკურსის თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს პირის შესარჩევად (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობის
დამადასტურებელი დოკუმენტები).

საბუთების მიღება წარმოებს 2024 წლის 3 მაისის ჩათვლით.

მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება უნივერსიტეტის
დარგობრივ კომისიასთან.


გთხოვთ, კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში დოკუმენტაციის შემოტანამდე დეტალური ინფორმაციის გასაცნობად დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.


დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ...