2015 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ლექციათა კურსს წარუძღვება გერმანელი პროფესორი, დოქტორი რაინჰარდ პაულინგი.
კურსი მოიცავს ევროპული სამართლის შემდეგ საკითხებს:
1.ლისაბონის ხელშეკრულება (ძალაუფლების ბალანსი, უფლებათა დელიგირება, გადაწყვეტილებათა დეფიციტი);
2.ევროკავშირის პოლიტიკა _ შიდა ბაზარი, უსაფრთხოების და თავდაცვის ზოგადი პოლიტიკა და საგადასახადო სისტემა.