განცხადებები და ანონსები

GIU აცხადებს აკადემიური სტატიების მიღებას

10 ივნისი 2024

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს აკადემიური სტატიების მიღებას ყოველწლიურ, მრავალდარგობრივ სამეცნიერო შრომათა კრებულში გამოსაცემად.

შპს ,,საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ“-ს (გურამ თავართქილაძის სახელობის თბილსის სასწავლო უნივერსიტეტის) ყოველწლიურ, მრავალდარგობრივ სამეცნიერო შრომათა კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები ეძღვნება სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აქტუალური საკითხების კვლევას.

გამოცემის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი და უცხოელი ავტორების, განსაკუთრებით, ახალგაზრდა სპეციალისტების, მეცნიერული ძიების გაღრმავებას, ორიგინალური კონცეფციების წარმოჩენას, აკადემიური კონტაქტების გაფართოებას და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შექმნას, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გახორციელებული საქმიანობის შედეგად შემოთავაზებული დასკვნებისა და რეკომენდაციების გაშუქებას.

შპს,,საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ“-ს სამეცნიერო შრომათა კრებული დაარსდა 2011 წელს და რეფერირდება ტექინფორმის ქართულ რეფერატულ ჟურნალში.

ჩვენი ჟურნალი ატვირთულია Open Journals და Google Scholar - პლატფორმებზე.

მე-11 ჟურნალიდან გახდა რეფერირებადი.

მე-11 და მე-12 ნომრებს სტატიებს მიენიჭა DOI.

https://journal.giu.edu.ge/index.php/gttu

შეგახსენებთ, რომ სტატიების მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტატიაში აუცილებლად უნდა იყოს:

. შესავალი; . ძირითადი ნაწილი; . კვლევის შედეგი; . დასკვნა.

წელს პირველად, აკადემიურ სტატიებს ვიღებთ ქართულ და ინგლისურ ენებზე, რათა ხელი შეეწყოს ქართველი მეცნიერების საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ:

https://giu.edu.ge/scientific-journal/


ყურადღება: წესების დარღვევით მოწოდებული სტატიები არ განიხილება!

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე research@giu.edu.ge