საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს მიღებას ყველაზე მოთხოვნად სამაგისტრო პროგრამებზე.
- საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება;
- სოციალური ფსიქოლოგია;
- მასობრივი კომუნიკაცია;
- სისხლის სამართალი;
- კერძო სამართალი
GIU-ს სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღება იწყება 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით (სამუშაო საათებში).
აუცილებელია ჩაბარებული გქონდეთ მინიმუმ 3 კომპონენტი სამაგისტრო გამოცდაზე.
სამაგისტრო პროგრამებზე ჯიუ-ს მომავალი მაგისტრანტებისთვის პირველ სასწავლო წელს მოქმედებს შიდა გრანტი და პროგრამების ღირებულებაა:
- სოციალური ფსიქოლოგია (2 200 ლარი)
- სისხლის სამართალი (2 000 ლარი)
- კერძო სამართალი (2 000 ლარი)
- მასობრივი კომუნიკაცია (2 000 ლარი)
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი (2 000 ლარი)
შიდა გამოცდების თარიღები:
- სპეციალობა (შერეული ფორმა - წერა და ზეპირი) - 05.09.2024 წ.
- ინგლისური ენა (ტესტირება, გასაუბრება)- 06.09.2024 წ.
წლიური სასწავლო გადასახადის გაყოფა შეგიძლიათ 4 ნაწილად.
მაგისტრანტობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე (ნიმუში)
- ფერადი ფოტოსურათი (3x4) ამობეჭდილი (4 ცალი) და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დედანი ან მათი ნოტარიალურად დამოწმებული ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი დედანთან ერთად;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ვაჟებმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტების მიღება იწარმოებს როგორც ადგილზე, უნივერსიტეტის კანცელარიაში (თბილისი, სამღერეთის ქუჩა N5), ასევე უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის info@giu.edu.ge საშუალებით.
სპეციალობისა და ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 07 სექტემბერს.
საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადა: 09-11 სექტემბერი.
მაგისტრანტობის კანდიდატებთან საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 12 სექტემბერს.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ...
დარეგისტრირდით და მიიღეთ ინფორმაცია ჯიუს წარმომადგენლისგან: https://forms.gle/dsQ92u1qKV6gG4589