17 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში, საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გაიმართება „ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და პოლიტიკის სიმულაციური სამიტი“.
ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კვირეულის - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის" ფარგლებში.
სამიტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და ასევე, აბიტურიენტებს.
რეგისტრაციისა და განაცხადის ფორმის შესავსებად გადადით ბმულზე: https://forms.gle/DcSFQyGHEHsaByo89
განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 25 მაისისა.
ფორმატი: Offline
სამიტი ჩატარდება 2024 წლის 17 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში.
რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე.
მისამართი: საქართველო, 0101 თბილისი, სამღერითისქ. N 5.
სამიტის მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატები.
კომისიის მიერ შერჩეულ აპლიკანტებს სამიტში მონაწილეობის თაობაზე ეცნობებათ არაუგვიანეს 30 მაისისა.
დაწვრილებითი ინფორაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრს: research@giu.edu.ge