განცხადებები და ანონსები

GIU გიწვევთ შემოქმედებითი აზროვნების მასტერკლასზე

23 აპრილი 2025

1 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში ჩატარდება შემოქმედებითი აზროვნების მასტერკლასი.

სტუდენტური კლუბი ,,REPORTER”-ს ერთ-ერთი კამპანიის: ,,სტუმარი აუდიტორიაში” ფარგლებში, მოწვეული სტუმარი იქნება ანგლისტიკისა და ფსიქოლოგიის დოქტორი, მწერალი, კომპოზიტორი, აშშ-ს ბაზარზე მოღვაწე ქართველი შემოქმედი – მანანა ბაქრაძე.

აღნიშნულ მასტერკლასზე განხილული იქნება:

– ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული გამოცდილება;

– ქართველ ჟურნალისტთა კარიერული განვითარების შესაძლებლობა აშშ-ში;

– Storytelling და ნარატივის ტექნიკა;

– კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბების და იდეის განვრცობის გზები;

– კრეატივი ხელოვნებაში, მუსიკაში და ლიტერატურაში.

დასწრება თავისუფალია.

ღონისძიება ჩატარდება ჯიუ-ს არაფორმალური განათლების აუდიტორიაში.