განცხადებები და ანონსები

GIU-ს გაცვლითი პროგრამა ჰონგ-კონგში

17 აპრილი 2025

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II და III კურსების სტუდენტების გაცვლითი პროგრამით მობილობისთვის ჰონგ-კონგის თუნგ ვას კოლეჯში.

აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული სტუდენტი მიიღებს ჯიუ-ს მფლობელის, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტ ქანგ ჭენგის მიერ დაწესებულ სტიპენდიას. ამასთანავე, სტუდენტები თავისუფლები იქნებიან თუნგ ვას კოლეჯში სწავლის გადასახადისაგან.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 16 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა. განაცხადი (საკონკურსო ფორმის შესაბამისად);

ბ. დიპლომების ასლები;

გ. სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ ენაზე;

დ. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნა შემოწმდება საუნივერსიტეტო შიდა ტესტირებით ან/და გასაუბრებით; ამასთანავე, იმ პირთათვის, რომლებიც გადაწყვეტენ ხარისხის მოსაპოვებლად წასვლას, აუცილებელია TOEFL ან IELTS ტესტის ჩაბარება);

ე. CV ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ვ. 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი;

ზ. სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტული კონკურსის თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს პირის შესარჩევად (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვაკონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები).

გაცვლითი პროგრამის დაფინანსების დეტალების, კონკურსის ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილeთ დანართი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

გრიგოლ კალანდაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი; ასოცირებული პროფესორი 599 15 05 02 | grigol.kalandadze@giu.edu.ge