საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ 2024 წლის 20 დეკემბერს ატარებს ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას ,,ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციები”.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს და შესაბამისი დარგის აღიარებულ ექსპერტებს და ასევე უცხო ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს.
კონფერენციის პანელები/მიმართულებები:
- სამართალი
- სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლების მეცნიერებები
- ბიზნესი და ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტურიზმი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 09 დეკემბერი.
- კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
- ფორმატი: Offline/Online / ჰიბრიდული
კონფერენციის დაწყების დრო და ადგილი: 14:00 საათი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი.
- მისამართი: საქართველო, 0101, თბილისი, სამღერეთის ქ. N 5.
მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატები.
კონფერენციის პროგრამა და თეზისები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://giu.edu.ge/scientific-news/
საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს წარმოდგენილ მოხსენებებს.
- გაცნობებთ, რომ მომხსენებლებმა უნდა გამოაგზავნონ სრული მოხსენება და აბსტრაქტი არაუგვიანეს 2024 წლის 09 დეკემბრისა;
- მოხსენების სათაური და მოკლე აბსტრაქტი, თემის აქტუალობის მოკლე აღწერა (სრული ტექსტი ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე) არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს.
- სრული მოხსენების მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 7 გვერდი და არაუმეტეს 10 გვერდი;
- ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე) – არაუმეტეს 250 სიტყვისა;
- სტატიის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen_12 ფონტით, უცხოენოვანი ტექსტი – Times New Roman_12 ფონტით, სქოლიო – იმავე ფონტების 10 ზომით, სტრიქონებს შორის დაშორება – ერთი ინტერვალი (ჩიკაგოს სტილი).
აპლიკანტებს, კომისიის მიერ, შერჩევის თაობაზე ეცნობებათ არაუგვიანეს 2024 წლის 12 დეკემბრისა.
რეგისტრაციისა და განაცხადის ფორმის შესავსებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://forms.gle/8T2v4qEDXDrRjSMG9
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრს: research@giu.edu.ge, ასევე კონფერენციისათვის აბსტრაქტისა და სრული მოხსენების გამოგზავნა შეგიძლიათ research@giu.edu.ge -ზე .
შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, ზემოაღნული ბმულის ან/და ელექტრონული მისამართის საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: research@giu.edu.ge