საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი GIU აცხადებს მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შიდა საგრანტო კონკურსს, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე სამეცნიერო კვლევების განვითარებას და უნივერსიტეტის სტრატეგიული პრიორიტეტების გაძლიერებას.
კვლევითი მიმართულებები:
- ეთიკა და ხელოვნური ინტელექტი;
- პერსონალური მონაცემების დაცვა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება;
- ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება;
- ციფრული მეწარმეობა და ინოვაციური მართვა;
- ხელოვნური ინტელექტი და მენტალური ჯანმრთელობა.
განაცხადის მიღების ვადები: 2025 წლის 10 მარტიდან 2025 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
საჭირო დოკუმენტაცია:
- განცხადება რექტორის სახელზე; (დანართი)
- საპროექტო განაცხადი; (დანართი)
- პროექტის აღწერა;
- პროექტის განხორციელების გრაფიკი; (დანართი)
- პროექტის ბიუჯეტი; (დანართი)
- პროექტში მონაწილეობის თანხმობის წერილი (დანართი)
განაცხადის წარდგენის წესი:
დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი GIU-ის კანცელარიაში როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად.
საგრანტო ბიუჯეტი: 7000 ლარი
პროექტის განხორციელების ვადები: 23 აპრილი – 30 დეკემბერი, 2025 წ.
კონკურსის ორგანიზებასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის კვლევების ხელშეწყობის ცენტრი.
პროექტი შეგიძლიათ წარმოადგინოთ უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართზე: თბილისი, სამღერეთის ქ. N5.
და/ან გამოაგზავნოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრში ელ. ფოსტაზე research@giu.edu.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრს ელ. ფოსტაზე : research@giu.edu.ge
დამატებითი ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: research@giu.edu.ge ან akaki.beridze@giu.edu.ge
ტელ.: +995 577 62 44 42
ვებგვერდი: www.giu.edu.ge