GIU სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სთავაზობს ვორქშოპს: ,,მე თუ ჩვენ? როგორ შევქმნათ ეფექტური გუნდი სასწავლო დაწესებულებაში”.
10 აპრილს, 19:00 საათზე საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ გიწვევთ ონლაინ სასერტიფიკატო ტრენინგზე.
ეფექტური გუნდური მართვა არა მხოლოდ ხელს უწყობს უკეთეს აკადემიურ გარემოს, არამედ ამცირებს სტრესს და კონფლიქტებს სამუშაო პროცესში.
თუ გსურთ, თქვენმა გუნდმა უფრო ეფექტურად და მოტივირებულად იმუშაოს, შემოგვიერთდით ონლაინ ვორქშოპზე, სადაც სკოლის ხელმძღვანელები მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნას და ინსტრუმენტებს გუნდის მართვისა და მოტივაციის გასაძლიერებლად.
ვორქშოპის მთავარი თემები:
- ლიდერული სტრატეგიები განათლების მენეჯმენტში;
- როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ მოტივირებული გუნდი;
- კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის თანამედროვე მიდგომები;
- ინოვაციური ტექნიკები სკოლის ეფექტური მართვისთვის.
მოწვეული სპიკერი: ირინა ქორიძე - ,,IK კონსალტინგის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ადამიანური რესურსების და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი, კარიერის კონსულტანტი, HR და ორგანიზაციული მართვის მრავალწლიანი გამოცდილებით.
ვორქშოპს გახსნის და შესავალი სიტყვით წარდგება ელი ელისაშვილი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/f2oZZQBum9RTngB48