საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთათვის წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო!
გადმოდი მობილობით, ჩვენთან უკეთესია!
რატომ?
- სწავლის გადასახადი სემესტრში მხოლოდ 900 ლარი;
- თანმხვედრი საგნების სრული აღიარება;
- მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება;
- მორგებული სასწავლო გრაფიკი;
- გაცვლითი პროგრამები, დასაქმება და ანაზღაურებადი სტაჟირება საზღვარგარეთ.
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის უნივერსიტეტში გამოცხადების/ონლაინ რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2023 წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით.
მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება (რექტორის სახელზე) (განცხადების ფორმა)
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
-სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ...
მობილობის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა
ფორმის შესავსებად აუცილებელია:
1: მეილის ქონა Google(Gmail)-ზე!!!
2: ფორმის შესავსებამდე შედით თქვენს მეილზე
3: იხილეთ რექტორის სახელზე შესავსები განცხადების ფორმა.