გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები და სავალდებულო კომპეტენციები:
- უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემდეგი აქტივობების განხორციელება:
- საქართველოში წარმოდგენილ უცხოურ ორგანიზაციებთან, ფონდებთან, საელჩოებთან, საინფორმაციო ცენტრებთან, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის დამყარება;
- პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების ქსელის შექმნა და გაფართოება. ურთიერთთანამშრომლობის გეგმის შემუშავება და მემორანდუმების გაფორმება;
- არსებული თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო მობილობის ორგანიზება;
- ერთობლივი საერთაშორისო პროექტების (ERASMUS + და სხვა) ადმინისტრირება;
- საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების, საწავლებლად გამოცხადებული/არსებული ფონდების, გრანტების, სტიპენდიების და აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და სტუდენტების ინფორმირება;
- საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრების ორგანიზება, სამუშაო/კულტურული პროგრამების შემუშავება/რეალიზება;
- საერთაშორისო მივლინებებისა და საქმიანი ვიზიტების ორგანიზება/განხორციელება;
- წერითი და/ან ზეპირი თარგმანის შესრულება ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საზღვარგარეთან/და საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ადმინისტრირების მიმართულებით მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
- საქმიანი კომუნიკაციის მაღალ დონეზე წარმოების უნარი (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით);
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Microsoft Word, Powerpoint და ინფორმაციის მოძიება);
- უმაღლესი განათლების სისტემის (როგორც საქართველოს, ასევე ევროპული საგანმანათლებლო სისტემების) შესახებ ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საგრანტო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- მოწესრიგებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტურად მუშაობის უნარი როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.
განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე/CV (ინგლისურ ან ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gttu.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: www.gttu.edu.ge