ა(ა)იპ „ახალგაზრდობა საქართველოს მომავლისთვის“ მოტივირებულ ახალგაზრდებს აძლევს შანსს, მიიღონ გამოცდილება და გაიარონ სტაჟირება სამომავლო პერსპექტივით.
ორგანიზაციის მიზანია: ახალგაზრდების პიროვნული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, მათი პრაქტიკული და აკადემიური მომზადება; ახალგაზრდა პროფესიონალების ცნობიერების ამაღლება თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე დიპლომატიური პოლიტიკის ფორმირებაზე.
მოთხოვნები:
სასურველია, მსურველები იყვნენ შემდეგი ფაკულტეტის სტუდენტები:
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- მენეჯმენტი;
- საზოგადოებათან ურთიერთობა;
- მარკეტინგი;
- ჟურნალისტიკა.
კვალიფიკაცია:
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია სოციალური ქსელების მართვის ცოდნა;
- ენერგიული, გუნდური მომუშავე.
შერჩევის კრიტერიუმები:
პირველი ეტაპი - რეზიუმე და სამოტივაციო წერილი;
მეორე ეტაპი - სარეკომენდაციო წერილი ინსტიტუტიდან და გასაუბრება;
მესამე ეტაპი - შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირების გამოსაცდელ ვადას.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: youth.georgia@gmail.com