2023 წლის 2 ივნისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისი სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება GTUNI Research 2023 - საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია.
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი სექციები:
- იურიდიული მეცნიერებები(სისხლის სამართალი; კერძო სამართალი; საჯარო სამართალი);
- ეკონომიკური მეცნიერებები (მიკროეკონომიკა; მაკროეკონომიკა; ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები; ტურიზმი);
- სოციალური მეცნიერებები: (ჟურნალისტიკა; ფსიქოლოგია);
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: (კულტუროლოგია; უცხო ენები; ანგლისტიკა; სინოლოგია; უკრაინისტიკა და სხვ.).
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, დოქტორანტებს.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.
ფორმატი: Offline
განაცხადების და თეზისების გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 7 მაისი.
სარეგისტრაციო ლინკი: shorturl.at/cfqsP
ელ.ფოსტა: conference@gttu.edu.ge
კონფერენციის პროგრამა და თეზისები გამოქვეყნდება კონფერენციის ვებგვერდზე www.gttu.edu.ge
კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის 2 ივნისს, 11:00 საათზე, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისი სასწავლო უნივერსიტეტში.
მისამართი: საქართველო, 0101 თბილისი, სამღერითის ქ. N 5.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ ზოია ადამიას
მობ: +995 5(99) 270 746
ელ.ფოსტა: zoia.adamia@gttu.edu.ge
საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს წარმოდგენილ მოხსენებებს.
ავტორები კომისის გადაწყვეტილების თაობაზე შეიტყობენ საინფორმაციო წერილის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!