გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების და სამართლის ფაკულტეტების შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირება;
- ტურიზმი;
- ჟურნალისტიკა;
- ფსიქოლოგია;
- სამართალი.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- მასობრივი კომუნიკაცია
- სისხლის სამართალი;
- კერძო სამართალი.
ელექტრონულ პორტალზე ( https://students.emis.ge ) დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის უნივერსიტეტში გამოცხადების/ონლაინ რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაა 2023 წლის 10 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით.
მობილობის მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება (რექტორის სახელზე);
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი(დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).
ფორმის შესავსებად აუცილებელია:
1: ელ. ფოსტის ქონა Google(Gmail)-ზე!!!
2: ფორმის შესავსებამდე შედით ფოსტაზე
3: იხილეთ რექტორის სახელზე შესავსები განცხადების ნიმუში