განცხადებები და ანონსები

GTUNI-ს ტრენინგი პედაგოგებისთვის: რთული ქცევის მართვა სასკოლო ასაკის ბავშვებში

9 მაისი 2023

2023 წლის 13 მაისს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში, გაიმართება სრულად დაფინანსებული ტრენინგი სკოლის პედაგოგებისთვის - ,,რთული ქცევის მართვა სასკოლო ასაკის ბავშვებში”.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 საათი

დასაწყისი: 11:00 საათი

ტრენინგი შედგება ორი მოდულისგან:

- პედაგოგიკა და სასკოლო ასაკის ბავშვის თავისებურებები/განვითარების საჭიროებები;

- სასკოლო ასაკის ბავშვთა ქცევის თავისებურებები და მათი მართვა.

აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში ჩატარდება:

- მოდიფიცირებული ლექცია;

- პრეზენტაცია, ჩვენება;

- დისკუსია;

- ინდივიდუალური მუშაობა;

- სიმულაცია;

- ჯგუფური მუშაობა.

დაინტერესებული პირები დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/3p83oht

ტრენერები:


ნინო ქიტოშვილი - გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი,GTUNI- ს ასოცირებული პროფესორი, ინკლუზიური განათლების ინსტიტუტის ტრენერი;

ნათია ობგაიძე - გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი, GTUNI-ს ასოცირებული პროფესორი, კომპანია GRC ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერი, პალიტრას პრაქტიკული აკადემიის ტრენერი, ტრენერთა სოციაციის ასოცირებული წევრი, საქართველოს კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპიის საზოგადიების წევრი.

მისამართი: სამღერეთის ქუჩა N 5