GTUNI-ში ენებისა და კულტურის ქართულ - უკრაინული ინსტიტუტი იხსნება!
ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინული ინსტიტუტის გახსნა მიზნად ისახავს ქართველი და უკრაინელი ხალხის კულტურათაშორისი დიალოგისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიმართულებების გაძლიერებას.
ქართულ-უკრაინული ინსტიტუტის გახსნას ჰიბრიდულ ფორმატში დაესწრებიან:
- საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი;
- უკრაინული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში;
- ქართული დიასპორის წარმომადგენლები უკრაინაში;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები;
- თბილისის უკრაინული სკოლის დირექტორი;
- ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის, ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტის, უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტისა და ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
თარიღი და დრო: 4 ნოემბერი, 14:00 საათი.