ხვალ, 2019 წლის 21 ივნისს, 15:00 საათზე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება „წიგნის დღე 2019“.
ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორების მიერ ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება:
- „საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი“ - რომან შენგელია, ეკატერინე შენგელია;
- „სამოქალაქო სააღსრულებო სამართალი“ - შალვა ქურდაძე, გიორგი ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი;
- „ტესტები და კაზუსები სისხლის სამართლის პროცესში, არასრულწლოვანთა და მართლმსაჯულებაში და სასჯელაღსრულების სამართალში“ - ვენედი ბენიძე, დავით ბენიძე, სერგო ჭელიძე;
- „სამართლის მეთოდები“ - გივი ლობჟანიძე;
- „ვადები სამოქალაქო სამართალში“ - დავით სუხიტაშვილი;
- „უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევები თეორიისა და პრაქტიკის ჭრილში“ - თამარ ჩიტოშვილი;
- „საერთაშორისო სამართლებლივი სისტემები და ადგილობრივი თვითმმართველობა“ - გივი ლობჟანიძე, ჯემალ გახოკიძე, დავით ივანიშვილი, დავით ლობჟანიძე.
აღნიშნული სახელმძღვანელოები შედგენილია როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისათვის.