გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2017-2018 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურის საფეხურის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- საბანკო საქმე;
- რეკრეაციული ტურიზმი;
- ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა (IMBA);
- კერძო სამართალი;
- სისხლის სამართალი;
- მასობრივი კომუნიკაცია.
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
სამართლის ფაკულტეტი
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა
წარმოადგინონ:
- პირადი განცხადება რექტორის სახელზე (სამაგისტრი პროგრამის მითითებით);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/და პასპორტის ასლი;
- ოთხი ფერადი (3x4) ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (2017 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ. სამართლის ფაკულტეტისათვის სავალდებულოა ნიშნების ფურცელი);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი;
- ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საბუთების მიღება იწარმოებს:
- ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი - 2017 წლის 4 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა); ჩარიცხვა: 29 .09.2017 წ.
- სამართლის ფაკულტეტი - 2017 წლის 30 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა); ჩარიცხვა: 28 .09.2017 წ.
- სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2017 წლის 30 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა); ჩარიცხვა: 30 .09.2017 წ.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: