გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურის საფეხურის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- საბანკო საქმე;
- რეკრეაციული ტურიზმი;
- ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა (IMBA);
- კერძო/ სამართალი;
- სისხლის სამართალი;
- მასობრივი კომუნიკაცია.
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
სამართლის ფაკულტეტი
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- პირადი განცხადება რექტორის სახელზე (სამაგისტრი პროგრამის მითითებით);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/და პასპორტის ასლი;
- ოთხი ფერადი (3x4) ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (2016 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ. სამართლის ფაკულტეტისათვის სავალდებულოა ნიშნების ფურცელი);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი;
- ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საბუთების მიღება:
- ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი - 2016 წლის 5 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა ) 10:00 საათიდან 17:00 საათამდე; ჩარიცხვა: 22.09.2016
- სამართლის ფაკულტეტი - 2016 წლის 31 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა ) 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე; ჩარიცხვა: 22.09.2016
- სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2016 წლის 5 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა ) 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე. ჩარიცხვა: 03.10.2016
მაგისტრატურის საფეხურზე კურსის სწავლის ღირებულება შეადგენს 2 250 ლარს.
სწავლის წლიური გადასახადის დაფარვა, ხელშეკრულების შესაბამისად, შესაძლებელია ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად.