ინტელექტუალური საკუთრებით დაინტერესებულ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიის (WIPO Academy) დისტანციური სწავლების „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“ (DL-101GE).
კურსის ფარგლებში, სტუდენტები დაეუფლებიან ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შემდეგი ძირითადი მიმართულებით: საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, დიზაინი, პატენტები და ახალი ჯიშები, ინტელექტუალური საკუთრება და განვითარება, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სერტიფიკატები,
კურსზე რეგისტრაციისა და კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.sakpatenti.gov.ge
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 ოქტომბერი