2015 წლის 15 დეკამბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში შედგება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას გაუძღვება საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი.
შეხვედრა დაიწყება 16:00 საათზე.
შეხვედრა გაიმართება უნივერსიტეტის დიდ სააქტო დარბაზში.