ხვალ, 2019 წლის 31 მაისს, 15:00 საათზე გთუნიში იურიდიული კლინიკა იხსნება.
კლინიკის მიზანია:
- ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს გაუწიოს უფასო იურიდიული მომსახურება;
- დაეხმაროს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.
იურიდიული კლინიკის ტრენერ-ადვოკატები უფლებამოსილნი იქნებიან:
- სტუდენტებთან ერთად განახორციელონ სასამართლო წარმომადგენლობა და დაიცვან მოქალაქის ინტერესები სასამართლო, სახელმწიფო და თვითმმართველობით ორგანოებში;
- კლინიკის ადვოკატები უსასყიდლოდ დაეხმარებიან მოქალაქეებს იურიდიული დოკუმენტაციის, სარჩელის, საჩივრის, განცხადებების შედგენა-მომზადებაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ:
ტელ: 2 66 15 12 (115/139; 124)