განცხადებები და ანონსები

კონფერენცია: ინკლუზიური განათლების პარადიგმები

14 ივნისი 2024

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ „ინკლუზიური განათლების განვითარების ცენტრთან“ თანამშრომლობით, 28 ივნისს, 12:00 საათზე, აწყობს კონფერენციას თემაზე: „ინკლუზიური განათლების პარადიგმები“.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც დასაქმებულია ინკლუზიური განათლების მიმართულებით ან მუშაობს სამეცნიერო კვლევით საკითხებზე ამ სფეროში და აქვს სურვილი, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ფართო საზოგადოებას.

მათ, ვისაც აქვს სურვილი კონფერენციაზე წარმოადგინოს მოხსენება, გთხოვთ, გამოაგზავნოთ საკონფერენციო თემა ელექტრონულ ფოსტაზე: tukhashvilitamar@gmail.com არა უგვიანეს 23 ივნისისა.

საკონფერენციო თემები შეირჩევა ინკლუზიური განათლების სპეციფიკის გათვალისწინებით და მონაწილეებს გეცნობებათ წერილობით.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

კონფერენციაში მონაწილეობის და დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/qNgnc8FoDKiZ1pdL7

რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა!

კონფერენციაში მონაწილეებს და დამსწრეებს გადაეცემათ საერთაშორისო ორენოვანი სერტიფიკატები.

კონფერენციის პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და ,,ინკლუზიური განათლების განვითარების ცენტრის" ვებგვერდებზე 26 ივნისს.