საქართველოს საერთაშორისო უნვერსიტეტი ჯიუ გერმანიის ეიხშტაატ-ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტში ERASMUS + გაცვლითი პროგრამის მობილობის ფარგლებში უნივერსიტეტის ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური პერსონალის შესარჩევად აცხადებს კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;
- დიპლომების ასლები;
- სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. მათ შორის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინგლისური ენის ცონის დონე შემოწმდება ინგლისურ ენაში ტესტირებით კონკურსის მესამე ეტაპზე;
- CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- შესაბამისი ცნობა უნივერსიტეტიდან;
- 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (აკადემიური პერსონალის შემთხვევაში სარეკომენდაციო წერილი გაიცემა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს შესაბამისი სკოლის დეკანის, პროგრამის ხელმძღვანელის ან/და სხვა ისეთი აკადემიური პერსონალის მიერ, რომელიც იცნობს პირის სამეცნიერო/პედაგოგიურ მოღვაწეობას);
- გაცვლითი პროგრამისათვის აუცილებელია (სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში) კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობისა და გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტები;
კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას ინგლისურ ენაზე, ხოლო მესამე ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ინგლისურ ენაში.
კონკურსის პირველი ეტაპისათვის საბუთების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 16 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:
ლალი ბალახაძე
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
მობ: 5(93) 761 354
ელ. ფოსტა: hr@giu.edu.ge