საქართველოს საერთაშორისო უნვერსიტეტი ჯიუ გერმანიის ეიხშტაატ-ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტთან არსებული “ERASMUS+”-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის და ასევე ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური პერსონალის შესარჩევად აცხადებს კონკურსს.
კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
I ეტაპი - კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა;
II ეტაპი - ტესტირება/გასაუბრება ინგლისურ ენაში;
Ш ეტაპი - პრეზენტაცია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;
- დიპლომების ასლები;
- სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. მათ შორის, ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- შესაბამისი ცნობა უნივერსიტეტიდან;
- 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (აკადემიური პერსონალის შემთხვევაში სარეკომენდაციო წერილი გაიცემა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს შესაბამისი სკოლის დეკანის, პროგრამის ხელმძღვანელის ან/და სხვა ისეთი აკადემიური პერსონალის მიერ, რომელიც იცნობს პირის სამეცნიერო/პედაგოგიურ მოღვაწეობას);
- გაცვლითი პროგრამისათვის აუცილებელი სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობის შემთხვევაში (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობისა და გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტები).
კონკურსანტთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა: 18.07.2024 წელი.