განცხადებები და ანონსები

კონკურსი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ჰონგ-კონგის თუნგ ვას კოლეჯში

22 ოქტომბერი 2024

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II და III კურსების სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ჰონგ-კონგის თუნგ ვას კოლეჯში.

აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას თუნგ ვას კოლეჯის პრეზიდენტისაგან. ამასთანავე, სტუდენტები თავისუფალნი იქნებიან თუნგ ვას კოლეჯში სწავლის გადასახადისაგან,

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. გაცვლითი პროგრამის დაფინანსების დეტალების, კონკურსის ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ დანართი.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 22 ოქტემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

გრიგოლ კალანდაძე

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;

ასოცირებული პროფესორი

მობ: 599 15 05 02

grigol.kalandadze@giu.edu.g


დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ....