გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის ვაკანტურ ადგილებზე ცხადდება დამატებითი მიღება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- კერძო/ბიზნეს სამართალი;
- სისხლის სამართალი.
საბუთები მიიღება 2015 წლის 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
მისაღები გამოცდები ჩატარდება:
- სპეციალობის გამოცდა:
სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 21.09.2015 წ. 10:00 სთ.
კერძო/ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 21.09.2015 წ. 13:00 სთ.
- უცხო ენის გამოცდა:
სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 22.09.2015 წ. 10:00 სთ.
კერძო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 22.09.2015 წ. 13:00 სთ.