საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2016 წლის 5 მაისიდან -10 ივნისის ჩათვლით ახორციელებს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამით გათვალისწინებულ პროექტს „სტუდენტური დღეები 2016“.
სტუდენტური დღეები წარმოდგენილია რამდენიმე მიმართულებით:
სპორტის მიმართულება:
- ამერიკული ფეხბურთი (ფლაგბოლი)
- გრეხეთბოლი
- პეინტბოლი
- ჭადრაკი
- ბოულინგი
- კარტინგი
- ქუჩის კალათბურთი
- მაგიდის ჩოგბურთი
- ქვიშის ფრენბურთი
- ქუჩის ფეხბურთი
ინტელექტუალური მიმართულება:
- რა? სად? როდის?
- დებატები
- სტრატეგიული თამაში ე.წ. City Game
კულტურულ-შემოქმედებითი მიმართულება:
- ხალხური ცეკვა
- თანამედროვე ცეკვა
- ხალხური სიმღერა
- თანამედროვე სიმღერა
- თეატრალური დადგმა
- იუმორისტული ნომერი
- ორიგინალური ნომერი
- მუსიკალური ბენდი
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2016 წლის 21 აპრილის 14:00 საათამდე.
მიმართეთ უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას (პირველი სართული) სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილებას (მეორე სართული).