განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება პერსონალის მობილობის კონკურსი

22 სექტემბერი 2022

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში აცხადებს ეიხშტაატ-ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტში პერსონალის მობილობის კონკურსს.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:


I ეტაპი: საკონკურსო დოკუმენტების მიღება

- განცხადება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;
- დიპლომების ასლები;
- სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ინგლისური ენის B2 ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნის დამდასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი (ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დონე შემოწმდება ინგლისურ ენაში ტესტირებით კონკურსის მესამე ეტაპზე);
- CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (აკადემიური/მოწვეული პერსონალის შემთხვევაში სარეკომენდაციო წერილი გაიცემა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის, პროგრამის ხელმძღვანელის ან/და სხვა ისეთი აკადემიური პერსონალის მიერ, რომელიც იცნობს პირის სამეცნიერო/პედაგოგიურ მოღვაწეობას);
- გაცვლითი პროგრამისათვის აუცილებელი სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობის შემთხვევაში (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობისა და გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტები).

II ეტაპი: გასაუბრება ინგლისურ ენაზე

III ეტაპი: ტესტირება ინგლისურ ენაში

კონკურსის პირველი ეტაპისათვის საბუთების გადმოგზავნის ბოლო ვადა არის 2022 წლის 16 ნოემბერი.


დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

გრიგოლ კალანდაძე


საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
ელ. ფოსტა: grigol.kalandadze@gttu.edu.ge
მობ: 5(99) 15 05 02