განცხადებები და ანონსები

ყურადღება: გთუნი დისტანციური სწავლების მეთოდზე გადადის

13 მარტი 2020

2020 წლის 16 მარტიდან გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დისტანციური სწავლების მეთოდზე გადადის.

კერძოდ, გამოყენებული იქნება ელექტრონული სწავლების შემდეგი ფორმები:


  • სინქრონული (რეალურ დროში - "ლაივში" წარმართული ლექცია)

ასევე

  • ასინქრონული (სასწავლო მასალებისა და ვიდეო ლექციების ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე განთავსება და სტუდენტებისათვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომობა)
დაწვრილებით ინფორმაციას დისტანციურ სწავლებზე გადასვლასთან დაკავშირებით თითოეული სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტის მართვის პლატფორმიდან.

ამასთან ერთად:

უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 22 მაისის ჩათვლით შეჩერებულია სასწავლო (კონტაქტური) პროცესი და სტუდენტებთან ურთიერთობა და სალექციო კურსები დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით მიმდინარეობს.