2019 წლის 8 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ალსტერის (ირლანდია) უნივერსიტეტის პროფესორების ჯონ კიერსისა და რაიმონდ მაკდონელის ლექციათა ციკლი იწყება.
ირლანდიელი პროფესორები გთუნის Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში (პარტნიორები: გთუნი - ალსტერის უნივერსიტეტი, ირლანდია) ესტუმრებიან.
ჯონ კიერსი: "სავაჭრო სამართალი";
რაიმონდ მაკდონელი: "თვალთვალი".
ლექციაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაციისათვის მიმართეთ სამართლის ფაკულტეტის დეკანატს 2019 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება, მეორე სართული, პროფ. ინგა დიაკონიძე.
ტელ: 2 66 15 12 (+ 147)