2019 წლის 20 მაისს გთუნიში იწყება გერმანელი პროფესორის ლექციათა კურსი.
სალექციო კურსს წარუძღვება დოქტორი რაინჰარდ პაულინგი.
კურსის სახელწოდებაა „ევროპული სამართალი”.
კურსი მოიცავს ევროპული სამართლის შემდეგ საკითხებს:
1.ლისაბონის ხელშეკრულება (ძალაუფლების ბალანსი, უფლებათა დელეგირება, გადაწყვეტილებათა დეფიციტი);
2.ევროკავშირის პოლიტიკა შიდა ბაზარი, უსაფრთხოების და თავდაცვის ზოგადი პოლიტიკა და საგადასახადო სისტემა).
სალექციო კურსი ჩატარდება სამართლის ფაკულტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში (მეოთხე სართული).
დასაწყისი: 14:00 საათი.
სამუშაო ენა: ინგლისური.
სალექციო კურსი 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.