2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, Erasmus + პროექტის ფარგლებში, ნიდერლანდელი პროფესორის სალექციო კურსი იწყება.
სალექციო კურსს წარუძღვება პროფესორი, დოქტორი ჯონ ვან რაი (ინჰოლანდის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები).
სალექციო კურსის თემაა „ორგანიზებული დანაშაულის სპეციფიკა ეთნოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით“.
სალექციო კურსი ჩატარდება გურამ თავართქილაძის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).
სალექციო კურსის ჩატარების დღეებია - სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.
დაწყების დრო: 13:30 სთ.