2018 წლის 14-18 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში იწყება გერმანელი პროფესორის ლექციათა კურსი.
კურსს წარუძღვება დოქტორი რაინჰარდ პაულინგი.
კურსი მოიცავს ევროპული სამართლის შემდეგ საკითხებს:
- ლისაბონის ხელშეკრულება (ძალაუფლების ბალანსი, უფლებათა დელიგირება, გადაწყვეტილებათა დეფიციტი);
- ევროკავშირის პოლიტიკა - შიდა ბაზარი, უსაფრთხოების და თავდაცვის ზოგადი პოლიტიკა და საგადასახადო სისტემა.
სალექციო კურსი ჩატარდება გურამ თავართქილაძის სახელობის კაბინეტში (მეორე სართული).
დასაწყისი: 14:00 საათი.