საჯარო სამსახურის ბიურო, რომელთანაც გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-6 ნაკადს.
სტაჟირების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 24 აპრილს.
სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს (საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან არ უნდა იყოს გასული ორ წელზე მეტი), რომელთაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B" (81-90%) ძალიან კარგი).
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟირების კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მიმართეთ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატებს ა.წ. 20 მარტამდე.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია დასაქმებისა და თქვენი მომავალი კარიერული წინსვლისათვის.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებ გვერდზე - www.stajireba.gov.ge