განცხადებები და ანონსები

ყურადღება: იწყება რეგისტრაცია სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-15 ნაკადზე

3 სექტემბერი 2021

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს მსურველთა რეგისტრაციას სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-15 ნაკადზე.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უნივერსიტეტში.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს:

ტელ: (+995 32) 2 19 77 55