არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“ საქართველოს მასშტაბით ატარებს სტუდენტურ ოლიმპიადას ეკონომიკაში (“მომავალი ეკონომისტი’’).
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, მათ შორის, უცხოელებს.
ოლიმპიადა ჩატარდება სამ ტურად ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ოლიმპიადის საპრიზო ადგილებზე გასული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია ფულადი პრიზები:
- პირველი ადგილი - 1 000 ლარი;
- მეორე ადგილი - 700 ლარი;
- მესამე ადგილი - 500 ლარი;
- მეოთხე ადგილი - 400 ლარი;
- მეხუთე ადგილი - 300 ლარი.
პირველ სამ ადგილზე გასულ სტუდენტებს დაეთმობათ საეთერო დრო ტელეკომპანია „იბერიასა“ და რადიო „კომერსანტში“.
პირველ ათეულში გასული სტუდენტები მიიღებენ სხვადასხვა პრიზებს.
ფინალური ტურის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.
ოლიმპიადა გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში.
ოლიმპიადაზე მონაწილეობისათვის დარეგისტრირდით Facebook გვერდიდან https://www.facebook.com/olympiadepec/?ref=aymt_homepage_panel (იხილე ღილაკი: რეგისტრაცია/Sign Up) ან
ვებ-გვერდიდან: http://olympiad.ge/index.php?Cat=NeWs&Cat_id=172&LanG=&oly=23
ოლიმპიადაზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა 2017 წლის 26 მარტი.