განცხადებები და ანონსები

ყურადღება: მოწვეული სპეციალისტების თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება კონკურსი

26 ივლისი 2019

მიმდინარე წლის 25 ივლისიდან გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კერძო და საჯარო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მიმართულებით ცხადდება კონკურსი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად 3 წლის ვადით.

საჯარო სამართლის კათედრა

მიმართულება - სამართალი

დარგი/სპეციალობა - საჯარო სამართალი

ქვედარგი/სპეციალიზაცია - სამოხელეო სამართალი

მოწვეული სპეციალისტი - 1 ვაკანსია

კერძო სამართლის კათედრა

მიმართულება - სამართალი

დარგი/სპეციალობა - კერძო სამართალი

ქვედარგი/სპეციალიზაცია - საკორპორაციო სამართალი

მოწვეული სპეციალისტი - 1 ვაკანსია

ქვედარგი/სპეციალიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

მოწვეული სპეციალისტი - 1 ვაკანსია


ქვედარგი/სპეციალიზაცია - სახელშეკრულებო სამართალი

მოწვეული სპეციალისტი - 1 ვაკანსია

კონკურსანტების საბუთების მიღება იწარმოებს მ/წლის 02 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით. (ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან – 16:00 საათამდე).

კონკურსი ჩატარდება მ/წლის 23 სექტემბერს.


განცხადება

ანკეტა

კონკურსის თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ...

საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი

ბრძანება