შპს ,,გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე აცხადებს სტუდენტთა რეგისტრაციას.
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი იწყება 19 სექტემბერს.
საბუთების მიღება იწარმოებს 5 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 16:00 საათის ჩათვლით.
რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- 2 ფერადი ფოტოსურათი 3x4-ზე ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (CD-ზე) ;
- სამხედრო-სავალდებულო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - ბანკის ქვითარი.
საბანკო რეკვიზიტები
შპს "გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი"
საიდენტიფიკაციო N: 204555524
ანგარიშის N: GE13TB7151736020100006
მიმღების ბანკი: თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: (995 32) 2 66 15 12 (+117 და +139)