შპს ,,საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე აცხადებს სტუდენტთა რეგისტრაციას.
უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი იწყება 16 სექტემბერს.
პირველკურსელთა საბუთების მიღება იწარმოებს 4 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით.
რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი 3x4-ზე ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (CD დისკზე);
- სამხედრო-სავალდებულო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - ბანკის ქვითარი.
საბანკო რეკვიზიტები
მიმღები: შპს "საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ",
ანგარიშის N: GE80BG0000000589350030
მიმღები ბანკი: საქართელოს ბანკი
თანხის გადახდის დროს აუცილებლად სწორად უნდა იყოს მითითებული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: (+995 32) 2 661 512