განცხადებები და ანონსები

ყურადღება: საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში თანამშრომლობისთვის მოხალისეებს იწვევენ

12 თებერვალი 2018

2018 წლის 23 სექტემბერიდან 6 ოქტომბერის ჩატვლით ბათუმში (აჭარა) ტარდება 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, ოლიმპიადის პარალელურად იმართება ფიდესა და კონტინენტთა პრეზიდენტების არჩევნები.

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში თანამშრომლობისთვის მოხალისეებად იწვევს ყველაზე მოტივირებულ, ერუდირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდებს (18-30 წელი).

გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება 23 სექტემბერს ბლექ სი არენაზე, ხოლო დახურვა - 5 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

მოხალისე სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ ენას, დამატებითი ენის ცოდნა მიიჩნევა

პრიორიტეტად.

სამუშაო დრო არ აღემატება 8 საათს, თუმცა ის დღე-ღამის ყველა მონაკვეთს მოიცავს სხვადასხვა სივრცეში - აეროპორტი, სასტუმრო, სათამაშო დარბაზი და ა.შ.

არასამუშაო დროს მოხალისეები ერთვებიან ერთიან, სპეციალურად ოლიმპიადისთვის დაგეგმილ სხვადასხვა პარალელურ აქტივობაში.

მოხალისეები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებითა და საცხოვრებელი ადგილით (საჭიროების შემთხვევაში).

მოხალისეთა შერჩევა მოხდება:

  1. სარეგისტრაციო ფორმით;
  2. ჯგუფური გასაუბრებით;
  3. ტრეინინგის შედეგით.

იჩქარეთ, გახდეთ 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილე. იზეიმეთ მსოფლიოსთან ერთად, გაიცანით და დაუმეგობრდით სამყაროს ყველაზე ჭკვიან ადამიანებს.

მოხალისეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ოლიმპიადის ოფიციუალურ ვებ გვერდზე www.batumi2018.fide.com/ge