საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-11 ნაკადს.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უნივერსიტეტში.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს.