მიმდინარე წლის 19-20 ივნისს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს მეკლდეურობის ფედერაციისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ტარდება საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი სამჭიდში: კლდეზე ცოცვა, გარბენი 1000 მ-ზე, ჯომარდობა ( ვაჟები, გოგონები), საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების გუნდებს შორის.
ტურნირი გაიმართება ქ. ლენტეხში. გასვლა 19 ივნისს 0700 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან.
მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის განყოფილებას და უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ- კვირის გარდა.
რეგისტრაცია დასრულდება 17 ივნისს.