გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას შემდეგ ფაკულტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- ბიზნესის ადმინისტრირება - (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები);
- ტურიზმი.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- საბანკო საქმე;
- რეკრეაციული ტურიზმი.
სამართლის ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სამართალი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სისხლის სამართალი;
- კერძო სამართალი.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- ჟურნალისტიკა;
- ფსიქოლოგია.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- მასობრივი კომუნიკაცია
დოკუმენტების მიღება: 2016 წლის 2 სექტემბერი - 8 სექტემბერი.
მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება (რექტორის სახელზე);
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).