გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობას შემდეგ სპეციალობებზე:
ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- ბიზნესის ადმინისტრირება - (მარკეტინგი, ფინანსები, მენეჯმენტი);
- ტურიზმი;
- ჟურნალისტიკა.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- საბანკო საქმე;
სამართლის ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სამართალი.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სისხლის სამართალი;
- კერძო/ბიზნეს სამართალი.
მობილობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება (რექტორის სახელზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/და პასპორტის ასლი;
- 2 ფერადი (3x4) ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი);
- სამხედრო-სავალდებულო აღრიცხვის მოწმობის ასლი;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).
2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა უნივერსიტეტში რეგისტრაციის ვადები:
- სტუდენტის რიგგარეშე მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2018 წ. 15 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით;
- რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა: 2018 წლის 22 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით;
მობილობით განპირობებული განსხვავებული კრედიტების ათვისება მოხდება უფასოდ!
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:
2 66 15 12; 2 24 65 90; 2 24 65 91