განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება აკადემიური კონკურსი

28 ნოემბერი 2022

შპს ,,გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს აკადემიურ კონკურსს შემდეგი მიმართულებებით:

აკადემიური ნიშნით:

  • პროფესორი - 6 ადგილი (კლინიკური მიმართულებით - 3 ადგილი, მედიკობიოლოგიური კურსების მიმართულებით - 3 ადგილი);
  • ასოცირებული პროფესორი - 8 ადგილი (კლინიკური მიმართულებით - 3 ადგილი, მედიკობიოლოგიური კურსების მიმართულებით - 3 ადგილი, კვლევების მიმართულებით - 1 ადგილი, ჯანდაცვის მიმართულებით - 1 ადგილი);
  • ასისტენტ-პროფესორი - 11 ადგილი (კლინიკური მიმართულებით - 4 ადგილი, მედიკობიოლოგიური კურსების მიმართულებით - 4 ადგილი, კლინიკური უნარების მიმართულებით - 1 ადგილი, კვლევების მიმართულებით - 1 ადგილი, ჯანდაცვის მიმართულებით - 1 ადგილი).

პროფესიული ნიშნით:

  • ასისტენტ-პროფესორი - 11 ადგილი (კლინიკური მიმართულებით - 4 ადგილი, მედიკობიოლოგიური კურსების მიმართულებით - 4 ადგილი, კლინიკური უნარების მიმართულებით - 1 ადგილი, კვლევების მიმართულებით - 1 ადგილი, ჯანდაცვის მიმართულებით - 1 ადგილი).

კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს 30 დეკემბრიდან 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არა უგვიანეს 2023 წლის 15 იანვარს, მეორე ეტაპი ტარდება არა უგვიანეს 2023 წლის 21 იანვარს.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არა უგვიანეს 2023 წლის 25 იანვარს.

კონკურსანტების მიერ სააპელაციო განცხადებების წარდგენის ვადაა 2023 წლის 26 იანვრიდან, 1 თებერვლის ჩათვლით.

კონკურსის საბოლოო შედეგები, აპელაციის გათვალისწინებით, განისაზღვრება 2023 წლის 2 თებერვალს;

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა გამოაგზავნეთ დოკუმენტები ელ ფოსტაზე hr@gttu.edu.ge ან წარმოადგინეთ შპს ,,გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" კანცელარიაში.


განცხადების ფორმა

კონკურსანტის ანკეტა

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ

დანართი 1

დანართი 2