გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2014-2015 სასწავლო წლის საგაზაფხულო გარე მობილობის ვაკანტურ ადგილებს ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- ბიზნესის ადმინისტრირება - (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები);
- ტურიზმი.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- საბანკო საქმე.
სამართლის ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სამართალი.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სისხლის სამართალი;;
- კერძო/ბიზნეს სამართალი.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- ჟურნალისტიკა.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- მასობრივი კომუნიკაცია.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება (რექტორის სახელზე);
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).
საბუთების მიღება ფაკულტეტებზე იწარმოებს 2015 წლის 26 იანვრიდან, ყოველდღე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
რეგისტრაციის დასრულების ბოლო ვადაა 2015 წლის 10 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ: 2 661 512; 2 246 590; 2 246 591.
ელ. ფოსტა: info@gttu.edu.ge