განცხადებები და ანონსები

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

28 იანვარი 2021

ცხადდება 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა.

გთსუ-ში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით გადმოსული სტუდენტი პროგრამით გათვალისწინებულ ერთ სემესტრს გაივლის უფასოდ.

გთსუ-ში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით გადმოსული სტუდენტი მობილობით განპირობებულ განსხვავებულ კრედიტებს აითვისებს უფასოდ.

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება (რექტორის სახელზე);
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).

უნივერსიტეტში დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა: 2021 წლის 12 თებერვლიდან - 18 თებერვლის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.

მობილობის მსურველებისათვის რეგისტრაციის გავლა და დოკუმენტაციის გადმოგზავნა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში.

ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა


მობილობის განცხადების ფორმა