გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, "თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის" სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის აცხადებს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის რიგგარეშე მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები)
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- კერძო სამართალი;
- სისხლის სამართალი
რიგგარეშე მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადაა - 2020 წლის 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.
- 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის რიგგარეშე მობილობით გადმოსული სტუდენტებისათვის წლიური სწავლის საფასური შეადგენს 1 800 ლარს;
- განსხვავებული კრედიტების ათვისება მოხდება უფასოდ.